ვიდრე „ნაციონალური მოძრაობა“ ხელისუფლების მშვიდობიანი დამხობის გეგმაზე მუშაობს, მმართველი გუნდი ყოფილი სახელისუფლებო პარტიის არაკონსტიტუციურად გამოცხადებისთვის, საკონსტიტუციო სარჩელს ამზადებს.
საფუძველი პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის დასკვნა, დაზარალებულთა ჩვენებები და ის მძიმე დანაშაულებია, რომელიც წინა ხელისუფლების პირობებში ხდებოდა. პოლიტიკური საქმიანობის აკრძალვა იგეგმება მათთვისაც, ვინც „ნაციონალურ მოძრაობასთან“ თანამშრომლობდა, ამ შემთხვევაში აქცენტი „ლელოს“ ლიდერებზე კეთდება.
მმართველი პარტიის გეგმას მწვავე რეაქციები მოჰყვა ოპოზიციაში. საკონსტიტუციო სარჩელის მზადებას, ხელისუფლების ოპონენტები „ქართული ოცნების“ რეპრესიული პოლიტიკის გაგრძელებად განიხილავენ და ოპოზიციური პარტიების აკრძალვას დემოკრატიის გაუქმებასთან აიგივებენ.