„ქართული ოცნების“ საკონსტიტუციო სარჩელი – შეფასებები
„ნაციონალური მოძრაობის“ აკრძალვის შესახებ საკონსტიტუციო სარჩელის მზადება კვლავ შეფასებების თემაა. თავად ოპოზიციურ პარტიაში ამბობენ, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ არის იდეა, რომელსაც ვერავინ აკრძალავს, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას კი იქამდე დაასრულებენ, სანამ აღნიშნული სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოში შევა. მმართველი გუნდი კი წინა ხელისუფლების მიერ ქვეყნის და მოქალაქეების წინაშე ჩადენილ დანაშაულებზე საუბრობს.
შეგახსენებთ, პირველი არხის ეთერში თეა წულუკიანმა განაცხადა, რომ პარლამენტის საგამოძიებო კომისიის დასკვნის საფუძველზე, იურისტთა ჯგუფი მოამზადებს დოკუმენტს, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლოს წარედგინება.