„ქართული ოცნების“ საკონსტიტუციო სარჩელი – შეფასებები

15:09, 15.10.2026

ოპოზიციური პარტიების აკრძალვის პროცესი იწყება – საკონსტიტუციო სასამართლო საქმეს 21 ოქტომბრიდან განიხილავს. შვიდი მოსამართლისგან შემდგარი პლენუმი სამი დღის განმავლობაში იმსჯელებს „ნაციონალური მოძრაობის“, „ლელოს“, „ახალის,“ „ფედერალისტების” და პარტია „საქართველოსთვის“ კანონგარეშედ გამოცხადებასთან დაკავშირებით. პროცესში ჩართვას და სამართლებრივ დავას აპირებს პარტია „ლელო“, თუმცა „ფედერალისტები“ და „ნაციონალური მოძრაობა“ მასში მონაწილეობის მიღებას არ აპირებენ. ჯერჯერობით უცნობია, თუ რას აპირებენ გახარიასა და გვარამიას პარტიებში. ოპოზიციონერი პოლიტიკოსები აცხადებენ, რომ ეს პროცესი პირველ რიგში სიტყვის თავისუფლებას ეწინააღმდეგება.

ოპოზიციური პარტიების ნაწილმა ცოტა ხნის წინ ბრიფინგი გამართეს. ნიკა გვარამიას განცხადებით, ისინი საკონსტიტუციო სასამართლოს პროცესში მონაწილეობას მიიღებენ. ასევე, მისი თქმით, აღნიშნულის საწინააღმდეგოდ ქუჩის აქციებსაც გამართავენ. საპროტესტო აქციებში მონაწილეობას ეთანხმება „ფედერალისტების“ ლიდერი თამარ ჩერგოლეიშვილიც, თუმცა მან კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ სამართლებრივ პროცესში ჩართვას არ გეგმავენ.

„ოპოზიციის ალიანსის“ განცხადებით, 25 ოქტომბერს დაიწყებენ ერთობლივ კამპანიას „საქართველო ივანიშვილის გარეშე“. კამპანია მიზნად ისახავს 28 ნოემბერს დიდი აქციის მოწყობას.

მსგავსი