„ქართული ოცნების“ საკონსტიტუციო სარჩელი

15:09, 30.10.2025

სამი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის მოთხოვნით, „ქართული ოცნება“ საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელს უახლოეს დღეებში გაგზავნის. სარჩელის პასუხად, „ნაციონალური მოძრაობა“ სამართლებრივ ბრძოლას აანონსებს. პარტია „ლელოს“ სოლიდარობას უცხადებს „გახარია საქართველოსათვის“, რომლის წევრებისთვისაც გაუგებარია, რის საფუძველზე შეიტანა სარჩელში „ქართულმა ოცნებამ“ აღნიშნული პარტია. რაც შეეხება პარტია „გირჩს“, ისინი მიიჩნევენ, რომ პოლიტიკური პარტიის აკრძალვა სიტყვის თავისუფლების აკრძალვაა. მმართველი გუნდის განცხადებით კი – საქართველოში პოლიტიკური ველი დაზიანებულია და ეს ველი უნდა გაიწმინდოს. სარჩელის მიხედვით, აკრძალვა შეეხება „ნაციონალურ მოძრაობას“, პარტია „ახალს“ და „ლელოს“. მოთხოვნას „ქართული ოცნება“ 500-გვერდიანი დასკვნით ამყარებს, რომელიც პარლამენტის დროებითმა საგამოძიებო კომისიამ მოამზადა.

მსგავსი