„ქართული ოცნების“ საკონსტიტუციო სარჩელი
„ქართული ოცნების“ გადაწყვეტილება, რომელიც „გახარია საქართველოსთვის“ აკრძალვის მოთხოვნით საკონსტიტუციო სასამართლოსადმი მიმართვას ეხება, პოლიტიკური შეფასებების თემაა. მმართველი გუნდი მიიჩნევს, ეს პარტია დესტრუქციულია და კონსტიტუციური ჩარჩოს მიღმა მოქმედებს. ექსპრემიერის გუნდი კი მათი პარტიის წინააღმდეგ სარჩელის შეტანის გადაწყვეტილებას პოლიტიკურ ანგარიშსწორებად მიიჩნევს. სხვა ოპოზიციურ პარტიებში კი ფიქრობენ, რომ „ქართული ოცნება“ ქვეყანაში კრიტიკულ აზრს ახშობს და ოპოზიციას მიზანმიმართულად დევნის.
შეგახსენებთ, რომ თვეების წინ წარდგენილი საკონსტიტუციო სარჩელის კორექტირება უკვე მეორედ ხდება. სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში, ხუთ პოლიტიკურ ძალას – „ნაციონალურ მოძრაობას“, „კოალიცია ცვლილებისთვის“, „ძლიერი საქართველო – ლელოს“, „ფედერალისტებსა“ და პარტია „საქართველოსთვის“, პოლიტიკური საქმიანობის უფლება აეკრძალებათ.