სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტებთან დაკავშირებით „ქართული ოცნების“ მიერ მომზადებულ საჩივარზე დღეს საქალაქო სასამართლოში რამდენიმე პირის პროცესია ჩანიშნული. მათ შორის არიან ჟურნალისტები და პოლიტიკოსები. საუბარია იმ საჩივარზე, რომელიც სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირის სიტყვიერ შეურაცხყოფას ან მის მიმართ რაიმე შეურაცხმყოფელ ქმედებას ეხება. მმართველი პარტია საკუთარ საჩივარში რამდენიმე შემთხვევაზე მიუთითებს და სამინისტროს კონკრეტულ ფაქტებზე რეაგირებას სთხოვს. შინაგან საქმეთა სამინისტრომ სასამართლოში სხვადასხვა საქმის მასალები უკვე წარადგინა. 13-მდე შემთხვევა 40-მდე პირს ეხება. თუმცა ამ დროისთვის სასამართლოში არ გამოცხადდნენ ელენე ხოშტარია, ბაია პატარაია, ანა სუბელიანი და დავით ქაცარავა. მათი პროცესები გადაიდო. გაიმართა ალეკო ელისაშვილის, ნანუკა ჟორჟოლიანის, ვიკა ბუკიას პროცესებიც.