„ქართული ოცნების“ საარჩევნო პროგრამის პრეზენტაცია

„ქართული ოცნების“ საარჩევნო სიისა და პროგრამის პრეზენტაციის დასრულების შემდეგ, გუნდის გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით, კომენტარები ჟურნალისტებთან გაკეთდა. უმრავლესობის დეპუტატები აცხადებენ, რომ სია პროფესიონალიზმისა და გამოცდილების გათვალისწინებით დაკომპლექტდა. რაც შეეხება პროგრამას, მმართველ პარტიაში ამბობენ, რომ მთავარი სამუშაო გუნდს საგარეო მიმართულებით ექნება. როგორც ცნობილია, სწორედ 2024 წელს აპირებს „ქართული ოცნება“ ევროკავშირის ოფიციალურ წევრობაზე განაცხადის გაკეთებას.

„ქართული ოცნების“ პროგრამის შესახებ კრიტიკულია ოპოზიციური პარტიების წარმომადგენელთა შეფასებები.  მმართველი გუნდის ოპონენტები თვლიან, რომ  უმრავლესობას კრიზისიდან თავის დაღწევის გეგმა და უნარი არ გააჩნია.  ამის გადასაფარად კი, პროგრამის პრეზენტაციის ძირითადი ნაწილი წარსულსა და ყოფილი ხელისუფლების კრიტიკას დაუთმო. ოპოზიციაში მიიჩნევენ, რომ „ქართულ ოცნებას“ არჩევნებში გამარჯვების შანსი არ აქვს.