„ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანია

„ახალგაზრდობა არის ქვეყნის მომავალი და ჩვენ ახალგაზრდებთან ერთად ვხედავთ მომავალი განვითარების პროცესს“,- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ სამგორში განაცხადა, სადაც მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატთან, სოზარ სუბართან ერთად იმყოფებოდა. წელს სამგორის რაიონში სკოლა 2462 მოსწავლემ დაამთავრა, საიდანაც 100%-იანი გრანტი 48 -მ მოიპოვა, ხოლო 70%-იანი კი 118-მა მოსწავლემ მიიღო. სწორედ ამ წარმატებულ სტუდენტებთან და მათი სკოლის დამრიგებლებთან გაიმართა შეხვედრა, სადაც მმართველი პარტიის მიერ განხორცილებულ პროექტებსა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს.

დატოვე კომენტარი