„ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს გადაწყვეტილება

ცხრა დეპუტატის მიერ მომზადებული კანონპროექტი შესაძლოა, საპარლამენტო უმრავლესობის რღვევის მიზეზი გახდეს.

პარლამენტში დაგეგმილი ხვალინდელი კენჭისყრის შემდეგ გახდება ცნობილი, დატოვებენ თუ არა ეკა ბესელია და მისი თანამოაზრეები უმრავლესობის რიგებს.

„ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს დღევანდელი შეხვედრის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ საპარლამენტო უმრავლესობის მხარდაჭერა არ ექნება პროექტს, რომლის მიხედვით მოსამართლეების უვადოდ დანიშვნა 2025 წლამდე უნდა შეჩერდეს.

კონსტიტუციასთან შეუსაბამოდ გამოცხადებულ პროექტში მმართველი გუნდი მოსამართლეების შემცირების საფრთხესაც ხედავს. უარის მიუხედავად,„ქართული ოცნება“ მზად არის, მოსამართლეების უვადოდ დანიშვნის პროცესის დასახვეწად მუშაობა დაიწყოს და წინადადებებიც მოამზადოს. პროცესში ჩასართავად მმართველი პარტია პირველ რიგში ვენეციის კომისიას სთავაზობს.