მარტვილსა და აბაშაში გამართული ღონისძიებით დასრულდა სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს პარტიული კონფერენციები. ორივე მუნიციპალიტეტში აირჩიეს რაიონული ორგანიზაციების თავმჯდომარეები. მარტვილში თავმჯდომარედ აირჩიეს მუნიციპალიტეტის მერი თორნიკე ჯანაშია, ხოლო აბაშაში მუნიციპალიტეტის მერი, გიგა გაბელაია. ასევე აირჩიეს რაიონული ორგანიზაციების ბიუროს წევრები. პარტიის ლიდერების თქმით, კონფერენციებზე ისაუბრეს ქვეყნის განვითარებაზე, მომავალ საპარლამენტო არჩევნებზე. კონფერენციები სამეგრელო-ზემო სვანეთის ცხრავე მუნიციპალიტეტში ჩატარდა.