„ქართული ოცნების“ პარტიული კონფერენცია

„ქართული ოცნება“ რეგიონებში პარტიულ კონფერენციებს განაგრძობს. 24, 25 და 26 ოქტომბერს, ადგილობრივი ორგანიზაციების თავმჯდომარეებსა და ბიუროს წევრებს იმერეთის მხარის მუნიციპალიტეტებში აირჩევენ. კონფერენცია უკვე ჩატარდა ზესტაფონში, სადაც ადგილობრივ ორგანიზაციას ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერი, ვასილ გველესიანი უხელმძღვანელებს. კონფერენციაზე ასევე აირჩიეს ბიუროს წევრებიც. დღესვე კონფერენციები თერჯოლასა და ტყიბულში გაიმართება.