„ქართული ოცნების“ ოფისთან დაკავებული პირების პროცესი ორშაბათისთვის გადაიდო. მოძრაობა „შეცვალეს“ სამ წევრს წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას ედავებიან.
შეგახსენებთ, რომ სასამართლო სხდომაზე, შინაგან საქმეთა სამინისტრომ სამხრე კამერების ჩანაწერები წარადგინა, რომელიც, მათი ინფორმაციით, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას ასახავს. დაკავებულები კი აცხადებენ, რომ კანონი არ დაურღვევიათ. სამივე განსასჯელმა სასამართლოს შენობა დატოვა.