„ქართული ოცნების“ მაჟორიტარი კანდიდატის წარდგენა

„ქართული ოცნება“ რეგიონებში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების წარდგენას აგრძელებს.

პრემიერ-მინისტრი და გუნდის ლიდერები თეთრიწყაროში იმყოფებიან. ისინი ადგილობრივებს შეხვდნენ და საკუთრი მხარდაჭერა გამოხატეს „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, გოგი მეშველიანის მიმართ. მეშველიანი პარლამენტის მოქმედი დეპუტატია. ის ამჯერად წალკის, დმანისის, ბოლნისისა და თეთრიწყაროს მაჟორიტარობის კანდიდატია.