„ქართული ოცნების“ ლიდერები შეწყალების საკითხს ეხმაურებიან

პარტია „ქართული ოცნების“ ლიდერები პრეზიდენტის მიერ მძიმე დანაშაულში მსჯავრდებული პირების შეწყალების საკითხს ეხმაურებიან.

პრემიერ-მინისტრი ხაზს უსვამს, რომ შეწყალება სახელმწიფოს მეთაურის დისკრეციული უფლებაა, თუმცა, გადაწყვეტილების მიღება არ უნდა ხდებოდეს პირადი მოტივებით. გიორგი გახარიას თქმით, მისთვის მიუღებელია პოლიციელის მკვლელობაში მსჯავრდებულის შეწყალება.

პრეზიდენტის მიერ დამოუკიდებელი, თუმცა, ინფორმირებული გადაწყვეტილების მიღების აუცილებლობაზე ამახვილებს ყურადღებას იუსტიციის მინისტრი. თეა წულუკიანის ინფორმაციით, მარიამობის დღეს შეწყალებაზე პრეზიდენტის ადმინისტრაციასა და იუსტიციის სამინისტროს შორის კომუნიკაცია არ ყოფილა.

მინისტრი მიიჩნევს, რომ პრეზიდენტმა გადაწყვეტილების მიღებამდე კონსულტაციები როგორც სამინისტროსთან, ისე ფსიქოლოგთან, სოციალურ მუშაკთან და ციხის ზედამხედველობასთან უნდა გაიაროს.

საკითხს დედაქალაქის მერიც გამოეხმაურა.

მმართველი გუნდში საკანონდებლო ცვლილებების აუცილებლობაზეც ლაპარაკობენ.