„ქართული ოცნების“ კანდიდატის წარდგენა

„ქართული ოცნება“ მერობის კანდიდატების წარდგენას განაგრძობს. პრემიერ-მინისტრმა დღეს ჩხოროწყუს მერობის კანდიდატი, დავით გოგუა და მაჟორიტარი კანდიდატები წარადგინა. მან „ქართული ოცნების“ მიერ ჩატარებულ სამუშაოებზე ისაუბრა, მოსახლეობას გეგმები და სამოქმედო გეგმა გააცნო.

ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, მათ გუნდში სწორედ ღირსეული და პროფესიონალი ადამიანები სჭირდებათ. ჩხოროწყუელებს სიტყვით პარლამენტის თავმჯდომარემ და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმაც მიმართეს და მათ მხარდაჭერისკენ მოუწოდეს.