„ქართული ოცნების“ კანდიდატების საარჩევნო შეხვედრები
პარტია „ქართული ოცნების“ ნაძალადევი-ლოტკინის მაჟორიტარობის კანდიდატი, დავით ჭელიძე ადგილობრივებთან შეხვედრებს აგრძელებს. დისკუსია ამჯერად გაიმართა კიშინიოვის ქუჩაზე. განიხილეს საარჩევნო პროგრამის პრიორიტეტები. აქცენტი გაკეთდა გამწვანებული სივრცეების რეაბილიტაცია-მოწყობაზე, საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებაზე და ჯანდაცვის პროგრამების დაფინანსებაზე. თბილისის საკრებულოში ნაძალადევის რაიონის მოსახლეობას ოთხი წარმომადგენელი ეყოლება.