„ქართული ოცნების“ ინიციატივას, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ და მასთან აფილირებული პარტიების არაკონსტიტუციურად გამოცხადებას ეხება, დღეს დეპუტატები პლენარულ სხდომაზე მეორე მოსმენით განიხილავენ. კანონპროექტის მიხედვით, საკონსტიტუციო სასამართლოს ექნება შესაძლებლობა აკრძალოს პარტია, რომლის გაცხადებული მიზანი, საქმიანობის არსი – მათ შორის პერსონალური შემადგენლობა, სასამართლოს მიერ უკვე აკრძალული პარტიის გაცხადებულ მიზანს, საქმიანობის არსსა და პერსონალურ შემადგენლობას იმეორებს. ცვლილებებს აკრიტიკებს ოპოზიცია, მმართველ გუნდში კი დარწმუნებულები არიან, რომ ამით სახელმწიფო სუვერენიტეტი კიდევ უფრო განმტკიცდება.