„ქართული ოცნების“ ინიციატივა
პარლამენტში დღეს დაინიცირდება ახალი „საარჩევნო კოდექსი“, რომლითაც მოხდება ნორმების სისტემატიზაცია და ტექნიკური დახვეწა, ასევე პროცედურების დაზუსტება. პაპუაშვილმა აღნიშნულ ინიციატივაზე დეტალურად ისაუბრა. მისი თქმით, ცვლილებები მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს საარჩევნო პროცესის ნორმატიულ ჩარჩოს. კოდექსის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ცვლილება ეხება არარეზიდენტი მოქალაქეების, ანუ უცხოეთში მყოფი პირების არჩევნებში ხმის მიცემის წესს.