„ქართული ოცნების“ ინიციატივა 

21:26, 28.03.2025

„ქართული ოცნება“ ყოფილი სახელისუფლებო პარტიის აკრძალვის პროცედურებს იწყებს.

ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, მმართველმა გუნდმა წინასაარჩვენო დაპირება შეასრულოს და „ნაციონალური მოძრაობა“ ე. წ. სატელიტ პარტიებთან ერთად ანტიკონსტიტუციურად  გამოაცხადოს, საგამოძიებო კომისიის საბოლოო დასკვნა იქნება. შესაბამისი სარჩელი „ქართულ ოცნებაში“ უკვე მზადდება, რომელსაც თუ მმართველი პარტიის წარმომადგენლებს შეფასებებს დავეყრდნობით,   საფუძვლად დაედება საპარლამენტო კომისიის ფარგლებში უკვე გამოვლენილი დანაშაულები. ასევე მიღებულია გადაწყვეტილება კომისიის მანდატი გაფართოვდეს და ძიების საგანი 2012 წლიდან დღემდე ოპოზიციური პარტიების საქმიანობაც გახდეს. მმართველი გუნდის მთავარი არგუმენტი მათივე შეფასებით, ოპონენტების ანტისახელმწიფოებრივი ქმედებებია. დაანონსებულ გეგმას რეპრესიების მორიგ ტალღად აცხადებს ოპოზიცია, ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგო ქმედებებში კი ხელისუფლებას ადანაშაულებს.

მსგავსი