რა მიზნით აპირებს „ქართული ოცნება“ ამერიკული ფარას (FARA) ანალოგის ქართულ საკანონმდებლო სივრცეში შემოტანას. ხელისუფლების წარმომადგენლების განმარტებით, ეს ნაბიჯი ქვეყნის სუვერენიტეტის გაძლიერებას და გარე ჩარევისგან დაცვას ემსახურება. ოპოზიცია კი მწვავედ აკრიტიკებს და ამბობს, რომ „ქართული ოცნება“ ამ ნაბიჯით ცდილობს ქვეყანაში საპროტესტო მუხტი ჩააგდოს და მოქალაქეები დააშინოს. უკვე ითქვა, რომ ამერიკული ფარას დოკუმენტის თარგმანზე მუშაობას უახლოეს ორ თვეში დაასრულებენ. აღნიშნული პროექტი ჩაანაცვლებს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონს“, რომელიც პარლამენტმა რამდენიმე თვის წინ, საპროტესტო აქციების ფონზე მიიღო.