ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის გადაწყვეტილება და „ქართული ოცნების“ პასუხი ისევ პოლიტიკური შეფასებების თემაა. ქართველი პოლიტიკოსები ასევე ეხმაურებიან უკრაინელი ჟურნალისტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ქართულ ოპოზიციასთან ერთად, რეზოლუციის ტექსტზე უკრაინულმა დელეგაციამაც იმუშავა.
ოპოზიციაში ამბობენ, რომ მსგავსი კრიტიკული რეზოლუციები არა მათი მუშაობის, არამედ „ქართული ოცნების“ პოლიტიკის დამსახურებაა. მმართველი გუნდი კი ამ პროცესში უკრაინული მხარის შესაძლო ჩართულობას საქართველოში მეორე ფრონტის გახსნაზე უარის თქმით ხსნის. ოპოზიციას კი ანტისახელმწიფოებრივ ქმედებებში კიდევ ერთხელ ადანაშაულებს.