„ქართული ოცნების“ ახალი ინიციატივები

მმართველი პარტია რამდენიმე საკანონმდებლო ინიციატივას აანონსებს. მათ შორის მომდევნო თვეების განმავლობაში დაგეგმილია ამერიკული „ფარას“ ზუსტი ანალოგის მიღება, რომლის ამოქმედების შემდეგაც რეზონანსული „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის კანონი“ გაუქმდება. ასევე „ქართლი ოცნება“ გეგმავს ბრიტანული კანონმდებლობის გათვალისწინებით დააინიციროს მედიის კანონი, რომელიც მმართველი გუნდის განმარტებით, ქვეყანაში მედიის ობიექტურობის, აგრეთვე, ჟურნალისტური ეთიკის სტანდარტებს დაადგენს. უკიდურესად გამკაცრდება ანტინარკოტიკული კანონმდებლობა – დაანონსებული ცვლილებები კრიტიკული შეფასებების მიზეზი უკვე გახდა.