„ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის შეხვედრები 

15:09, 30.05.2026

 „ქართული ოცნების“ ახალგაზრდულმა ორგანიზაციამ მორიგი კონფერენცია დღეს კახეთში გამართა. შეხვედრა, რომელსაც რეგიონის ახალგაზრდები და სტუდენტები ესწრებოდნენ, სასტუმრო „ბოდბეში“ შედგა. საუბარი კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. დამსწრეებმა ახალგაზრდული სივრცეების არსებობაზე, პოლიტიკურ პროცესებში მათი ჩართულობის გაზრდასა და ახალგაზრდული კლუბების შექმნაზე ისაუბრეს. კონფერენციას სტუმრის სტატუსით ცოტნე ივანიშვილი დაესწრო.

მსგავსი