„ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის კონფერენცია
რა გამოწვევების წინაშე დგანან ქართველი ახალგაზრდები და როგორ უნდა მოხდეს ქვეყნის განვითარებაში მათი ჩართვა – ამ საკითხებზე „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის შეხვედრები მთელი ქვეყნის მასშტაბით გამართა.
შემაჯამებელ კონფერენციას თბილისმა უმასპინძლა. შეხვედრებში სტუმრის სტატუსით მონაწილეობდა ცოტნე ივანიშვილი. უშუალო კომუნიკაციის მიზანი იმ საჭიროებების გამოვლენაა, რაც ახალგაზრდებს ყველაზე მეტად აწუხებთ, პრობლემების იდენტიფიცირების და მათი გადაჭრის გზების ძიების პარალელურად აქცენტი კეთდება პოლიტიკურ პროცესებში ახალგაზრდობის ინტეგრაციაზე – თათია ტაბეშაზე ესწრებოდა რიგით მე-11 კონფერენციას.