„ქართული ოცნება“ ყრილობისთვის ემზადება

„ქართულ ოცნებაში” ყრილობის ჩასატარებლად ემზადებიან.   პოლიტიკიდან ბიძინა ივანიშვილის წასვლის შემდეგ, პარტიის ახალ თავმჯდომარედ ირაკლი კობახიძის კანდიდატურაა წარდგენილი.  შაბათს, მმართველი პარტია სწორედ მას გამოუცხადებს ნდობას. 16 იანვარს გახდება ცნობილი, ვინ იქნებიან „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს შემადგენლობაში.