„ქართული ოცნება“ ყრილობისთვის ემზადება
„ქართული ოცნება“ ყრილობის ჩასატარებლად ემზადება.
7 მაისს მმართველი პარტია ახალ თავმჯდომარეს აირჩევს და პოლიტსაბჭოს მცირედით შეცვლილ შემადგენლობას წარადგენს. ახალი თავმჯდომარის არჩევის საკითხი დღის წესრიგში მას შემდეგ დადგა, რაც ირაკლი ღარიბაშვილმა პოლიტიკიდან წასვლის შესახებ განაცხდა. ოპოზიციის ნაწილის ამბობს, მმართველი გუნდის წევრები ცდილობენ, რომ სანქციებს გაექცნენ. ქართულ ოცნებაში კი ოპონენტების შეფასებებს არ იზიარებენ.