„ქართული ოცნების“ ყრილობა

„ქართულ ოცნებას“ ახალი თავმჯდომარე ჰყავს. მმართველმა პარტიამ ცოტა ხნის წინ რიგით მეცხრე ყრილობა გამართა, სადაც პარტიის თავმჯდომარედ პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე აირჩიეს. ირაკლი კობახიძე პარტიის თავმჯდომარის მოვალეობას მეორედ შეასრულებს. ის ამ პოზიციას 2021-24 წლებში იკავებდა. ადგილი ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც წინა თავმჯდომარემ, ირაკლი ღარიბაშვილმა დაკავებული თანამდებობა დატოვა და პოლიტიკიდან წავიდა.

ყრილობაზე ასევე პოლიტსაბჭოს ახალი შემადგენლობა დაამტკიცეს და თვითმმართველობის არჩევნებსა და მიმდინარე მოვლენებზე იმსჯელეს.

ყრილობას თამუნა წიკლაური ესწრებოდა, რომელიც უფრო დეტალურად გვეტყვის მიღებული გადაწყვეტილებების შესახებ.