ქართული ობლიგაციები J.P. Morgan-ის ახალ ინდექსში

21:43, 21.09.2026

ქართული სახაზინო ობლიგაციების მიმართ ინტერესი იზრდება. ამაზე მიანიშნეს „ჯეიპი მორგანის“ გადაწყვეტილება. გავლენიანმა საფინანსო ინსტიტუტმა განვითარებადი ფინანსური ბაზრებისთვის სრულიად ახალი გლობალური ინდექსი წარადგინა. ეს არის ეროვნულ ვალუტაში დენომინირებული სამთავრობო ობლიგაციების ინდექსი, რომელიც 26 ქვეყნის და მათ შორის საქართველოს ფასიანი ქაღალდების ბაზარს აერთიანებს. „ჯეიპი მორგანის“ გადაწვეტილებას ეკონომისტები კაპიტალის ბაზრის სწორი განვითარებით ხსნიან. მოლოდინია რომ ახალ ინდექსში მოხვედრით საქართველო ინვესტორების მეტ ყურადღებას მიიქცევს, რაც ქვეყანაში დამატებითი უცხოური კაპიტალის შემოდინებას წინაპირობად იქცევა.

მსგავსი