ქართული მხარე ჟენევის მოლაპარაკებებისთვს ემზადება

ჟენევის მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი. ქართული მხარე კიდევ ერთი შეხვედრისთვის ემზადება. საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე აცხადებს, რომ საოკუპაციო რეჟიმის ქმედებები და განცხადებები სიტუაციის ესკალაციას ემსახურება.

მოლაპარაკებების წინ ისევ ულტიმატუმი ისმის ოკუპირებული ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლების მხრიდან. საოკუპაციო რეჟიმი სოფელ წნელისთან საგუშაგოს აღებას მოითხოვს. ოფიციალური თბილისი კი შექმნილ ვითარებას და განცხადებებს მორიგ პროვოკაციად აფასებს და აცხადებს, რომ სოფელ ჩორჩანასთან ქართული საგუშაგოს აღების საკითხი არ განიხილება.

ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების 49-ე რაუნდი 8-9 ოქტომბერსა არის დაგეგმილი.