ქართული მარკების ფესტივალი – 2026

12:29, 13.09.2026

დედაენის ბაღში ქართული მარკების ფესტივალი იმართება. ფესტივალის სტუმრებს ქართული საფოსტო მარკების დათვალიერებისა და შეძენის შესაძლებლობა ექნებათ. დღის განმავლობაში ასევე დაგეგმილია სხვადასხვა შემოქმედებითი აქტივობა, მათ შორის მოწყობილია კალიგრაფიისა და წერილის წერის სივრცეები. ფესტივალის მიზანია საფოსტო მარკა საზოგადოებისთვის კიდევ უფრო საინტერესო გახდეს. ღონისძიების ფარგლებში სტუმრებს შესაძლებლობა აქვთ, ქართულ საფოსტო მარკებს განსხვავებული ფორმით გაეცნონ და სხვადასხვა აქტივობაში მიიღონ მონაწილეობა.

მსგავსი