ქართული კინოს მარათონი

21:59, 12.05.2023

ქართული კინოს მარათონი საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ.

ქართული კინოს დღე კინო-ჩვენებებით აღინიშნება. საქართველოს 20 ქალაქთან ერთად ჩვენებები მოეწყობა ხუთ ქვეყანაშიც. 115-წლიანი უნიკალური მემკვიდრეობიდან პროგრამა მაყურებელმა ღია გამოკითხვის მეშვეობით თავადვე შეარჩია.

ქართული ფილმების ნახვის შესაძლებლობა მაყურებელს ნიდერლანდებში, ავსტრიაში, მალაიზიასა და ნორვეგიაში ექნება. კინოჩვენებებზე დასწრება თავისუფალია, პროგრამის მონაწილე ყველა ფილმი კი ინგლისური სუბტიტრებით იქნება ნაჩვენები.

მსგავსი