ქართული ინტერნეტ-ინდუსტრია

ანტიმეკობრულ ასოციაციას ლეგალური ინტერნეტ-პლატფორმების ნაწილი შეუერთა.

დღეს გამართულ კონფერენციაზე კომპანიების წარმომადგენლებმა შეშფოთება გამოთქვეს ლეგალური კონტენტის უკონტროლო გამოყენების გამო. მათი აზრით, ინტერნეტ-მეკობრეობა ხელს უშლის ინტერნეტ-ინდუსტრიის განვითარებას საქართველოში. ისინი მოითხოვენ სიტუაციის გაჯანსაღებისკენ ქმედითი ნაბიჯების გადადგმას. ქართული ინტერნეტ-საიტები ასევე მოუწოდებენ რეკლამის დამკვეთ კომპანიებს, არ განათავსონ რეკლამა არალეგალურ საიტებზე და ამით ხელი შეუწყონ ინტერნეტის ინდუსტრიის განვითარებასა და ინტელექტუალური საკუთრების დაცვას ინტერნეტ-სივრცეში.