2025 წლის 10 თვეში, ქართული ღვინო 29 გამოფენა-ფესტივალსა და 250-მდე დეგუსტაცია-სემინარზე 20-მდე ქვეყანაში იყო წარდგენილი. ამავე პერიოდში, უცხოელი ღვინის პროფესიონალების მონაწილეობით, საქართველოში 17 ღვინის ტური გაიმართა. აღნიშნული ღონისძიებები ქართული ღვინის საექსპორტო პოტენციალის გაზრდისა და ბაზრების დივერსიფიცირებას ემსახურება. ამ მიზნით, წელს სახელმწიფო ბიუჯეტიდან 17 მილიონ 400 ათასი ლარია გამოყოფილი.