ქართული ღვინის მარკეტინგული კამპანია

ღვინის ეროვნული სააგენტო, აშშ-ში და ევროპის ქვეყნებში, ქართული ღვინის მარკეტინგულ კამპანიას 2025 წელს კიდევ უფრო მასშტაბურს გახდის. ამ მიზნით, ღვინის ეროვნულმა სააგენტომ ხელშეკრულებები გააფორმა მარკეტინგულ კომპანიებთან აშშ-ში, გერმანიაში, პოლონეთსა და დიდ ბრიტანეთში. აღნიშნულ კომპანიებთან სააგენტო გასულ წლებშიც თანამშრომლობდა და მათი ინფორმაციით, ექსპორტის ზრდის ტენდენციით ხასიათდება. ქართული ღვინის სტრატეგიულ ბაზრებად რჩება აშშ, დიდი ბრიტანეთი, გერმანია, პოლონეთი, ბალტიისპირეთის ქვეყნები, ჩინეთი, სამხრეთ კორეა და იაპონია, სადაც ქართული ღვინის პოპულარიზაციის მიზნით სხვადასხვა ღონისძიებები იმართება.