ქართული ფილმი ოსკარზე

ზაზა ხალვაშის ახალ ფილმს ოსკარის ნომინანტთა შორის მოხვედრის შანსი აქვს.

საქართველოდან ამერიკულ კინო-აკადემიას შესარჩევად მხატვრული ფილმი „ნამე“ გადაეგზავნება. მასში აჭარის მაღალმთიან სოფელში მცხოვრები ტრადიციული ოჯახის ამბავია აღწერილი. 90 ქვეყნიდან აკადემიამ საბოლოოდ ხუთი ფილმი უნდა შეარჩიოს.

თბილისში იმედი აქვთ, რომ ქართველი რეჟისორის ნამუშევარი „ოსკარის“ უცხოენოვანი ფილმების კატეგორიაში მოხვდება.