ქართული ფეხბურთის განვითარების ახალი ხუთწლიანი პროგრამა

ქართული ფეხბურთის განვითარების ახალ ხუთწლიან პროგრამაზე მუშაობა დაწყებულია – ამის შესახებ ქართული კლუბების, ფეხბურთის ფედერაციის, სპორტის სამინისტროს და ქართული ფეხბურთის განვითარების ფონდის ხელმძღვანელების შეხვედრის შემდეგ გახდა ცნობილი. სასტუმრო „პულმანში“ გამართულ შეხვედრაში ეროვნული ლიგის და ლიგა 2-ის საფეხბურთო გუნდების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. მათ საკლუბო ფეხბურთის განვითარების საკუთარი ხედვები წარმოადგინეს. ასევე დააფიქსირეს პოზიცია სპორტის სამინისტროს ცალკე სტრუქტურად ჩამოყალიბებაზეც, რაც მათი აზრით წინ გადადგმული ნაბიჯია. კლუბების წარმომადგენლებმა პროფესიული ლიგის ჩამოყალიბების აუცილებლობაზეც ისაუბრეს.