ქართული დოლის პური და ფრანგი მეპურის ამბავი კახეთიდან
წითელი დოლის ხორბალი ქართული ენდემური ჯიშის პურის მარცვალია, რომელიც გადაშენების პირას მყოფ სახეობათა სიაში იკავებს ადგილს. უძველესი ჯიშის ხორბალი განსაკუთრებული გემოვნური და სასარგებლო თვისებებით გამოირჩევა და ის ოცი წლის წინ ფრანგმა მეპურემ დააფასა. ჟან ჟაკი კახეთში დასახლდა, თავისი ხელით დათესა, მოიყვანა, ფქვილად აქცია და გემრიელი ქართული დოლის პურით ქართველების გულიც მოიგო.
მარიამ ნოზაძის სიუჟეტი.