ქართული დელეგაციის უფლებამოსილების საკითხი

18:11, 28.01.2025

ხვალ გაირკვევა აღიარებენ თუ არა საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის წევრების უფლებამოსილებას ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე.

ზამთრის სესიის გახსნაზე არ აღიარების საკითხი „ევროპის სახალხო პარტიის“ წარმომადგენლებმა დააყენეს, რასაც წინ უძღოდა სტრასბურგში რამდენიმე კვირის წინ შესაბამისი წერილის გაგზავნა. საკუთარ პოზიციებსა და არგუმენტებზე ლაპარაკობენ სტრასბურგში მყოფი „ქართული ოცნების“ წევრები.

სტრასბურგში იმყოფებიან ასევე ოპოზიციისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები.

მსგავსი