ქართულ მაუწყებლებთან დაკავშირებული გადაწყვეტილება – კშიშტოფ ბრეიზას განცხადება
პოლონელი ევროდეპუტატის, კშიშტოფ ბრეიზას განცხადებით, „პრორუსული ორიენტაციის ქართული მედიასაშუალებები – ტვ „იმედი“, „რუსთავი- 2“ და „პოსტვ“ დღეს ევროპარლამენტში არ შეუშვეს“. ბრეიზამ აღნიშნა, რომ ევროპარლამენტში შესვლაზე უარი, მისი და მისი გუნდის აღმოსავლური პოლიტიკის კოორდინატორის, ელენე მეტრეველის ერთობლივი ინიციატივის შედეგია. ევროდეპუტატმა ასევე განაცხადა, რომ ორბანის რეჟიმის დასუსტების შემდეგ, ევროკავშირს შეუძლია, საქართველოში პროდასავლურ მიმართულებას უფრო მტკიცედ დაუჭიროს მხარი, „რათა შეასუსტოს პრორუსული ოლიგარქიის გავლენა, რომელიც ანადგურებს საქართველოს.“ „როგორც გარდაცვლილმა ლეხ კაჩინსკიმ თქვა: „დღეს საქართველოა, ხვალ უკრაინა.“- წერს ევროპარლამენტარი სოციალურ ქსელში.