ქართულ-კორეული ფორუმი 

18:38, 02.10.2026

ქართულ-კორეული ფორუმი გაიმართა თბილისში.

მიზანი იყო საჯარო მმართველობაში ხელოვნური ინტელექტის გამოყენების მიმართულებით გამოცდილების გაზიარება და ორმხრივი პარტნიორობის ახალი შესაძლებლობების განხილვა. იმსჯელეს საჯარო სექტორში ხელოვნური ინტელექტის პრაქტიკული გამოყენების შესაძლებლობებზე. ღონისძიება საქართველოს იუსტიციის სამინისტროსა და კორეის შინაგან საქმეთა და უსაფრთხოების სამინისტროს შორის გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში გაიმართა და მასში საქართველოსა და კორეის შესაბამისი სახელმწიფო უწყებების, ადგილობრივი ხელისუფლებისა და საჯარო სექტორთან დაკავშირებული ორგანიზაციების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.

მსგავსი