ევროპის სამხრეთ ნაწილში ქარიშხალმა „ელზამ“ ხუთი ადამიანი შეიწირა. სტიქიურ უბედურებას ერთდროულად ესპანეთში, პორტუგალიასა და საფრანგეთში უმკლავდებიან, სადაც საათში 160 კილომეტრის სიჩქარის ქარმა და წყალდიდობამ სერიოზული პრობლემები გამოიწვია.
დაიტბორა ასობით საცხოვრებელი სახლი და დაზიანებულია ელექტროგადამცემი ხაზები. უსაფრთხოების მიზნით, რიგ ადგილებში საავტომობილო და საზღვაო მიმოსვლა შეჩერებულია. ამის პარალელურად, ევროპის სამხრეთ ნაწილში კიდევ ერთ ქარიშხალს ელოდებიან, რომელიც სინოპტიკოსების პროგნოზით, წინა ქარიშხალზე უფრო ძლიერი იქნება.