„ქარავანი ორბელიანზე“

ორბელიანის მოედანი პროექტს მასპინძლობს, სახელწოდებით – „ ქარავანი ორბელიანზე”. ორდღიანი ღონისძიების ფარგლებში, წარმოდგენილია ხელნაკეთი ნივთების გამოფენა. სტუმრებს საშუალება აქვთ დააგემოვნონ ღვინო, რომელიც სხვადასხვა რეგიონიდან დედაქალაქში ჩამოიტანეს. დღევანდელ საღამოს გალა კონცერტი დაასრულებს. „ქარავანი ორბელიანზე“  თბილისის მერიასა და ქალაქის ფონდთან თანამშრომლობით სააგენტო „ვინდფორსის“ მიერ შემუშავებული იდეაა, რომელიც ტერიტორიის  სავაჭრო, გასართობ და შემეცნებით სივრცედ გარდაქმნას გულისხმობს.