ქალი მაშველები აჭარის სანაპირო ზოლზე

12:56, 13.06.2019

აჭარის სანაპირო ზოლზე ქალი მაშველები გამოჩნდებიან. ბათუმის საზღვაო აკადემიის სტუდენტები ამ ეტაპზე სეზონის ოფიციალური გახსნისთვის ემზადებიან და წყალზე სამაშველო ღონისძიებების სპეციფიკას ეცნობიან.  შავის ზღვის სანაპირო ზოლზე უკვე მუშაობს 160-მდე მაშველი. მაშველების რაოდენობა საზღვაო სეზონის გახსნის შემდეგ 250-მდე გაიზრდება, რაც 50-ით მეტია, ვიდრე წინა სეზონის მაშველთა რაოდენობა იყო.

მსგავსი