„ქალები დამოუკიდებლობისთვის – წარსულიდან მომავლამდე“
„ქალები დამოუკიდებლობისთვის – წარსულიდან მომავლამდე“ – ამ სახელწოდების ღონისძიებას უმასპინძლა დღეს პარლამენტმა.
პროექტი მიზნად ისახავს საქართველოს დამოუკიდებლობის ისტორიაში ქალების როლის წარმოჩენას და საზოგადოების ყურადღების გამახვილებას იმ ქალებზე, რომელთა წვლილიც განსაკუთრებული იყო ქვეყნის განვითარების პროცესში. ღონისძიებაზე სიტყვით პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი და ვიცე-სპიკერი ნინო წილოსანი გამოვიდნენ. ღონისძიების მეორე ნაწილი ისტორიულ ექსკურსს დაეთმო – პირველი პარლამენტარი ქალების, დამფუძნებელი კრების წევრების, მარო მაყაშვილის, კატო მიქელაძისა და სხვა გმირი ქალების ცხოვრებას, რომლებიც ქვეყნის ისტორიის ნაწილად იქცნენ. საქართველოს ქალთა საბჭოს ყველაზე ახალგაზრდა წარმომადგენელს, ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავეს, სიმბოლური ჯილდო გადაეცა.