პუტინს პრეზიდენტის თანამდებობაზე დარჩენა 2036 წლამდე შეეძლება, რუსეთში საერთაშორისო სამართალზე უპირატესად ქვეყნის კონსტიტუცია ცხადდება – კრემლში რეფერენდუმის შედეგებს ტრიუმფად აფასებენ, დასავლეთი კი რუსეთს საერთაშორისო ვალდებულებებს ახსენებს
საერთაშორისო საზოგადოების ყურადღება დღეს რუსეთისკენაა მიმართული.
ვლადიმერ პუტინს პრეზიდენტის თანამდებობაზე დარჩენა 2036 წლამდე შეუძლია. თანამდებობაზე ყოფნის გახანგრძლივების საშუალებას კრემლის ლიდერს მის მიერვე ინიცირებული საკონსტიტუციო ცვლილებები აძლევს, რომელსაც საყოველთაო კენჭისყრაზე მისულ მოქალაქეთა 78 %-მა დაუჭირა მხარი.
ქვეყნის უზენაეს კანონში შესული ცვლილებების მიმართ საერთაშორისო ორგანიზაციებს არაერთი პრეტენზია აქვთ.