პუტინი ჩინეთში მიდის

 ვლადიმერ პუტინი ჩინეთში გამგზავრებას გეგმავს. ინფორმაცია თუ დადასტურდა, ეს იქნება პირველი შემთხვევა, როცა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მიერ პუტინის დაკავების ორდერის გაცემის შემდეგ, რუსეთის პრეზიდენტი ქვეყანას დატოვებს. „ბლუმბერგის“ ინფორმაციით, პუტინი „ერთი სარტყელი, ერთი გზა“ ფორუმში მიიღებს მონაწილეობას, რომელიც ოქტომბერშია დაგეგმილი. გავრცელებული ვერსიით, პუტინმა მიწვევა პირადად ჩინეთის პრეზიდენტისგან, სი ძინპინისგან მიიღო.

„ბლუმბერგის“ წყაროების თქმით, „პუტინი მზადაა, მხოლოდ იმ ქვეყნებს ესტუმროს, სადაც მისი უსაფრთხოება მაქსიმალურად იქნება გარანტირებული, ჩინეთი კი ასეთი ქვეყანაა“.