პურის გაძვირება ზუგდიდში

ზუგდიდის აგრარული ბაზრის, შპს „სუპერმარკეტის“ პურფუნთუშეულით მოვაჭრეები ადგილობრივი წარმოების პურზე ფასის ზრდას აპროტესტებენ.

მათი თქმით, ადგილობრივმა მწარმოებელმა პური 10 თეთრით გააძვირა, რის გამოც მოვაჭრეებისთვის პურის ბაზარში შეტანა და რეალიზაცია მომგებიანი არ არის. პურის მწარმოებელ ადგილობრივ კომპანიებში კი აცხადებენ, რომ ფქვილი საგრძნობლად ჯერ კიდევ 2018 წელს გაძვირდა, თუმცა მათ პურზე ფასი არ მოუმატებიათ. წელს კი, იძულებული გახდნენ, პური 10 თეთრით ჯერ თებერვლის დასაწყისში და ასევე 10 თეთრით, თებერვლის ბოლოს გაეძვირებინათ. მეწარმეების თქმით, გაიზარდა პურის წარმოების ხარჯებიც.ზუგდიდის აგრარული ბაზარში ადგილობრივი წარმოების პურზე ფასები 60 თეთრიდან ერთ ლარამდე მერყეობს. როგორც მოვაჭრეები ამბობენ, ფასი არ გაზრდილა ქუთაისის წარმოების ერთ-ერთი სახეობის პურზე და კვლავ 65 თეთრი ღირს.

დატოვე კომენტარი