„პურის ფესტივალი“ ბოტანიკურ ბაღში 

21:45, 17.10.2026

საერთაშორისო კონკურსის ოქროს ჯილდოს მფლობელი „პურის ფესტივალი“ ეროვნულ ბოტანიკურ ბაღში იმართება. პურის ცხობის შემეცნებითი მასტერკლასები, ადგილობრივი პროდუქციისა და ქართული ენდემური ხორბლის ჯიშების გამოფენა, საბავშვო გასართობი სივრცეები და ცოცხალი მუსიკა, საინტერესო პროგრამით დატვირთული ღონისძიება სტუმრებს ორი დღის განმავლობაში უმასპინძლებს. ფესტივალის მთავარი მიზანი მცირე მეწარმეების მხარდაჭერა, ქართული აგროკულტურული მემკვიდრეობის დაცვა და უძველესი ტრადიციული ცოდნის მომავალი თაობებისთვის გადაცემაა.

მსგავსი