პროტესტი „ნამახვანჰესის“ წინააღმდეგ  

გუმათის დასახლებაში პროტესტი გრძელდება.

რიონის ხეობის მცველების ერთი ნაწილი რკინის ჯებირთან, მეორე ნაწილი კი კომპანია „ენკას“ ბაზასთან დგას. დღის ბოლოს ადგილზე შეკრებილები რკინის კონსტრუქციებთან ხმაურის აქციას და ჯებირებს მიღმა გადასვლას ისევ გეგმავენ. ადგილზე მობილიზებულია პოლიციაც.