საპროტესტო აქცია გუმათში გრძელდება. „ნამახვანჰესის“ მშენებლობის მოწინააღმდეგეები ოთხ სხვადასხვა ადგილზე არიან შეკრებილი. მათ შორის „ენკას“ ერთ-ერთ სამშენებლო ბაზასთან და გუმათში შესასვლელთან, სადაც რკინის ჯებირებია მოწყობილი.
ორგანიზატორების განცხადებით, სამშენებლო ტექნიკისა და მომუშავე პერსონალისთვის რიონის ხეობაში გადაადგილების ხელის შეშლას გააგრძელებენ.
როგორია ადგილზე ვითარება ამ დროისთვის, ირმა ჭოლაძე გვეტყვის.